მოსწავლეთა ნამუშევრები და ესეები

2020 წელს Covid-19-ის პანდემიამ მსოფლიო მოიცვა და დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. ექიმები 24 საათის რეჟიმში ებრძვიან უხილავ მტერს. ხოლო ჩვენ, თითოეულ მოქალაქეს დაგვეკისრა პასუხისმგებლობა, რომ ხელი შევუშალოდ ინფიცირების გავრცელებას და სახლში დავრჩეთ.
21 საუკუნე გამოირჩევა განსაკუთრებულად სწრაფი ცხოვრების ტემპით, როგორც ზრდასრულებისთვის ასევე მოზარდებისთვისაც. თუმცა, დღევანდელი მდგომარეობა რადიკალურად განსხვავდება ჩვეული რიტმისგან. ჩვენ ვასრულებთ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას და ვრჩებით სახლში.
როგორც მოსწავლის, ჩემი აზრით, ონლაინ - დისტანციური გაკვეთილები საკმაოდ პროდუქტიული აღმოჩნდა. ჩვენ ჩვეულად მივყვებით სასწავლო პროგრამას. თუმცა კითხვაზე, თუ რომელ სწავლის ხერხს ამოვირჩევდი, რა თქმა უნდა ვუპასუხებ ტრადიციულად- სკოლაში სიარულს. ამის მიზეზია ის, რომ სკოლა განათლებასთან ერთად რეალური ურთიერთობებია და დაუვიწყარი, საინტერესო წუთები და წლები.
მიუხედავად შეზღუდვებისა, ყველაფერს აქვს დადებითი მხარე. მთელი დღე სახლში ყოფნა პირველად ჩემთვის წარმოუდგენელი იყო, თუმცა მოწყენილობა მარტივად დავძლიე. მაქვს მეტი შესაძლებლობა ოჯახის წევრებთან მხიარული დროის გატარების, მათი უკეთ გაცნობის. ასევე ხშირად ვხედავ ჩემ შინაურ ცხოველებს, რომლებსაც მხოლოდ საღამოობით ვეფერებოდი. ვცადე ბევრი რამ რაც მინდოდა აქამდე მეცადა თუმცა დრო არ მქონდა, მათ შორის კულინარია და ნარდის თამაში.
ასევე Covid-19 - ის პანდემია დადებითად აისახა ბუნებაზე. ავტომობილების მოძრაობის აკრძალვის შემდეგ საგრძნობლად გასუფთავდა ჰაერი. ასევე ნაკლები ადამიანების გამოსვლამ ქუჩებში გაასუფთავა ზღვა და ოკეანეები. ჯერჯერობით პანდემიის დასასრული არ ჩანს, ასე რომ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ეს დრო, გავუფრთხილდეთ ბუნებას და მეტი დრო გავატაროთ საყვარელ ადამიანებთან.
დედამიწის დღე-ეს არის 22 აპრილი, რომელსაც მრავალი ქალაქი თუ ქვეყანა აღნიშნავს.
ერთ კვირიანი დღესასწაული, რომელიც ეხება გარემოს პრობლემებს,
იმ პრობლემას,რომლის წინააღმდეგ დღეს თითოეული
ჩვენთაგანი იბრძვის.
მრავალი პრობლემა აქვს დედამიწას: ჰაერის გამონაბოლქვით
დაბინძურება, წყლის ნავთობით და ქიმიური ნივთიერებებით დაბინძურება, ნიადაგის დანაგვიანება
და სხვა. განვითარებასთან ერთად ეს პრობლემები მატულობს და ზოგიერთ შემთხვევაში
კატასტროფულ შედეგამდე მივდივართ. ჩვენ, ადამიანები
ყოველდღიურად ვანაგვიანებთ დედამიწას, ამით ჩვენ საკუთარ ჯანმრთელობას და დედამიწას
ვანადგურებთ, ვაზიანებთ იმ ერთად ერთ სახლს,
რომელშიც ვცხოვრობთ.დღესდღეობით დედამიწა ებრძვის კორონა ვირუსს, რომლის
შედეგადაც მრავალი ადამიანი თუ ცხოველი დაიღუპა. ეს საშინელებაა თუმცა ასევე მინდა
ვირუსის დადებითი მხარეც გაჩვენოთ, რომ დედამიწა
გასუფთავდა. ეს არის ვირუსი,რომლის შედეგადაც გაჩერდა ყველანაირი სამუშაო და სამუშაოს
გაჩერებასთან ერთად შეწყდა ატმოსფეროს, წყლისა
და ნიადაგის დაბინძურება ..ამბობენ დედამიწა კოსმოსიდან გამოჩნდა მისი სრული სილამაზითო!
ადამიანები ამ ვირუსს სახლში დარჩენით ებრძვიან, სწორედ
ასე ვიქცევი მეც.
სახლში ვარ და ვცდილობ გარეთ არ გავიდე , თუ რა თქმა
უნდა ეს სავალდებულო არ არის.თუმცა, ეს თოთოეული ჩვენგანისათვის მოსაბეზრებელია,
მთელი დღე სახლში გაატარო და არაფერი არ აკეთო. ეს ჩემთვისაც მოსაბეზრებელია რადგან
ვეღარ ვუძლებ ასეთ ჩაკეტილობას და ვხვდები, ეს ჩაკეტილობა ჩემს ფსიქიკაზეც მოქმედებს.
სხვა გამოსავალი არ არის, ეს ვიცი და ვცდილობ, რომ ამას
შევეგუო.(მაგრამ არ გამომდის...)
ცოტას ის მშველის რომ სკოლის დისტანციური სწავლების გაკვეთილებში ვართ ჩართულები და შეგვიძლია ერთმანეთთან კონტაქტი და აზრების და ემოციების გაცვლა გამოცვლა, თუმცა ეს ის არაა, რასაც ვისურვებდი და რაც სრულფასოვან საქმიანობად შეიძლება ჩავთვალო! ზოგჯერ მინდა არ დავფიქრდე არაფერზე, გამოვვარდე სახლიდან და პირველივე შემხვედრს მაგრად ჩავეხუტო და ვუთხრა რომ მიყვარს, ძალიან მიყვარს , უბრალოდ იმიტომ რომ ისიც ჩემსავით ადამიანია და მასაც ჩემსავით ეშინია.
ცოტას ის მშველის რომ სკოლის დისტანციური სწავლების გაკვეთილებში ვართ ჩართულები და შეგვიძლია ერთმანეთთან კონტაქტი და აზრების და ემოციების გაცვლა გამოცვლა, თუმცა ეს ის არაა, რასაც ვისურვებდი და რაც სრულფასოვან საქმიანობად შეიძლება ჩავთვალო! ზოგჯერ მინდა არ დავფიქრდე არაფერზე, გამოვვარდე სახლიდან და პირველივე შემხვედრს მაგრად ჩავეხუტო და ვუთხრა რომ მიყვარს, ძალიან მიყვარს , უბრალოდ იმიტომ რომ ისიც ჩემსავით ადამიანია და მასაც ჩემსავით ეშინია.
ჩვენ ადამიანებმა
უნდა შევეცადოთ, დედამიწას სიცოცხლე გავუხანგრძლივოთ, რითაც ჩვენს სიცოცხლეს გადავარჩენთ.
უნდა შევეცდოთ მაინც, თუმცა ეს რთულია რადგან ყოველთვის მეტს ვითხოვთ და მეტი გვსურს,
როგორც უკვე ავღნიშნე ვვითარდებით, რასთან ერთადაც მატულობს პრობლემებიც და ამიტომ
უნდა შევეცადოთ, რომ ეს პრობლემები ცოტათი შევამსუბუქოთ, რათა ჩვენი ერთადერთი სახლი
გადავარჩინოთ.
ახლახან ვფიქრობდი, ნეტავ მომავალში რა სამყაროში ვიცხოვრებთ ჩვენ და ჩვენი შვილები ? მეჯერა რომ საუკეთესო პირობები იქნება, რადგან ყველა ტექნოლოგია მორგებულია ადამიანის საჭიროებებზე.
მაგრამ არის ერთი პრობლემა,რომლის მოგვარება ჯერ არ დაფიქსირებულა.ეს არის გარემოსდაცვითი პრობლემა. ათასობით წელია,ადამიანი სვამს სუფთა წყალს და სუნთქავს სუფთა ჰაერს. მაგრამ შემდეგ დადგა სამეცნიერო და ტექნოლოგიური რევოლუცია. ეკოლოგია სწრაფად გაუარესდა და ეს პროცესი არ ჩერდება, ის უფრო და უფრო ინტენსიური ხდება. უკვე დიდ ქალაქებში ხალხი ატარებს პირბადეებს და ისმის კითხვა: რა მოხდება შემდეგ ?
წავიკითხე, რომ ბევრ ძველ კულტურაში ადამიანს მიეწოდებოდათ ინფორმაცია არ ეცხოვრათ ისეთ ადგილებში, სადაც ბინძური წყალია. დღესდღეობით,სუფთა წყლის საპოვნელად უნდა წავიდეთ ქალაქგარეთ ან უახლოეს მარკეტში, სასმელი წყლის შესაძენად. ასევე წავიკითხე შავი ჭირის პანდემიის შესახებ. ამ დღებში უმარავი რამ წავიკითხე, რასაც სხვა დროს არ მივაქცევდი ყურადღებას და უამრავი კითხვა დავუსვი ბიოლოგიის მასწავლებელსაც, რომელმაც აღნიშნა, რომ მე ამ დროის განმავლობაში „საკმაოდ გავზრდილვარ“!
რა შეიძლება იყოს გამოსავალი ? შეუძლებელია ხალხის შუა საუკუნეებში დაბრუნება. პრობლემის მოგვარების გზა,რასაც მე ვხედავ არის არა მხოლოდ სახელმწიფო დონეზე, სადაც არის სპეციალური პროგრამები გარემოს და ეკოლოგიის გასაუმჯობესებლად და დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლა,არამედ თითოეული ჩვენთაგანის მოქლქეობრივი პასუხისმგებლობის ამაღლება- შევაჩეროთ დანაგვიანება,თანდათანობით გადავიდეთ ბიომასალებზე, გამოვიჩინოთ უფრო მეტი პატივისცემა ბუნების მიმართ და მხოლოდ ამ გზით, ერთიანად ,კაცობრიობა შეინარჩუნებს სიწმინდეს დედამიწაზე.
კორონა ვირუსმა გააჩერა ცხოვრება, შეცვალა ცხოვრების რიტმი.
ჩაიკეტა ქვეყნები და ქალაქები. დაიკეტა სასწავლო დაწესებულებები, რის შედეგადაც მთელი მსოფლიო გადავიდა ონლაინსწავლაზე, მათ შორის ჩვენი
სკოლაც. დაკეტილია ყველაფერი გარდა სუპერმარკეტის და აფთიაქის. დროებით აკრძალეს ავტომობილებით გადაადგილება, რაც საკმაოდ პრობლემებს ქმნის ,
თუმცა კარგიცაა, ამოისუნთქა დედამიწამ ავტომობილების და ქარხნების გარეშე.აკრძალულია თავშეყრის ადგილებში და დახურულ სივრცეში პირბადის გარეშე ყოფნა, აკრძალულია სამ ადამიანზე მეტის ყოფნა ერთად, ასევე ავტომობილში არ შეიძლება სამ ადამიანზე მეტი.
ძალიან მომენატრა სკოლა, სკოლაში კლასელებთან ერთად გართობა, კლასში გაკვეთილები და დაფასთან გამოსვლა. ვერასდროს ვიფიქრებდი რომ სკოლა ასეთი მოასანატრებელი სივრცე გაგვიხდებოდა,
ჩვენ ხომ მუდმივად ვწუწუნებდით და გვეზარებოდა სკოლაში სიარული. მომენატრა მეგობრებთან ერთად კაფე-ბარებში ყოფნა და ჭორაობა, ჩვენს ულამაზეს
ბულვარში სეირნობა და მაღაზიებში შესვლა სააყიდლებზე. ზოგჯერ ვფიქრობ კიდეც, ის თაკო, რომელიც ამას ყველაფერს აკეთებდა კარს მიღმა დარჩა და მეშინია ამ კარის გაღების, რადგან არ ვიცი
რა დამხვდება იქ-იმ სამყაროში, რომელიც უდიდეს გამოწვევებს გვიგზავნის.რა თქმა უნდა ჩვენ დავამარცხებთ COVID-19-ს და დავბრუნდებით სამყაროში
, რომელიც ისეთი აღარ იქნება როგორიც ოდესღაც იყო , მაგრამ ვინ გვასწავლის
როგორ ვიცხოვროთ? ალბათ ვერც ვერავინ რადგან ყველანი გაუგებორობაში ვართ და კაცობრიობა ახლა სწავლობს „როგორ დაიწყოს ხელახლა სიარული“!.

დილარა ჯაფარიძე-XI კლასი
ჩინეთიდან წამოსულმა ვირუსმა დღესდღეობით მსოფლიოში მდგომარეობა ძალიან გაართულა , გარდაიცვალა ძალიან ბევრი ადამიანი, რომლებსაც ქონდათ დაბალი იმუნიტეტი და ვერ დაამარცხეს ვირუსი. ძალიან რთულია ამ ვითარებაში ოჯახის წევრის გარდაცვალება ან დაინფიცირება. ამ ყველაფერმა ჩვენი ცხოვრება შეცვალა, ვფიქრობ რომ ეხლა ყველა თანასწორი ვართ და ყველას ერთნაირი მისია გვაქვს შესასრულებელი -დავრჩეთ სახლში. მე მომეცა საშუალება რომ მთელი დღეები ოჯახთან ერთად გავატარო ,ვცდილობთ ჩვენი ყოველი დღე შევცვალოთ და გავხადოთ პოზიტიური . მე სოფელში ვცხოვრობ . მამამ საგაზაფხულოდ ნერგების გადარგვა დაიწყო და ძალიან გავოცდი როცა აღმოვაჩინე რომ არასდროს დავხმარებივარ , არასდროს მიფიქრია რომ ეს საქმე რაიმე სასიამოვნო ასოციაციებთან შეიძლებოდა ყოფილიყო კავშირში. ბოლოგიის მასწავლებელი კი გვახსენებდა ხოლმე ამის შესახებ ,მაგრამ სიტყვები სიტყვებად რჩებოდა. ახლა კი ყოვლდღე ვათვალიერებ ჩემს მიერ დარგულ ნერგებს და გულისფანცქალით ველოდები დღეს, როდესაც კვირტებს შევნიშნავ და მოვუყვები მასწავლებელს ამ ყველაფერს. ვფიქრობ რომ მოგვეცა იმის საშუალება რომ დავუახლოვდეთ უფრო ერთმანეთს და ამ დროის ერთდ გატარების მომენტში უკეთ გავიცნოთ ერთმანეთი და დავეხმაროთ კიდეც ერთმანეთს. თუმცა მაინც დამღლელია იყო მოწყვეტილი მეგობრებს, კლასელებს სკოლას და მასწავლებლებს . ძალიან მენატრება თითოეული მათთან გატარებული წუთი. მენატრება ყოველიდღე COVID-19 ის გარეშე. მაგრამ ვფიქრობ რომ ჩვენ ყველა ერთად დავამარცხებთ ამ უხილავ მტერს ,რადგან ესეც ერთერთი ომია, რომელშიც კაცობრიობამ აუცილებლად უნდა გაიმარჯვოს!

დედამიწაზე არსებული პრობლემა, რომელმაც მსოფლიო შიშამდე და კარანტინამდე მიიყვანა ეს არის ეგრეთ წოდებული COVID-19 „ვირუსი’’. სამწუხაროდ ბევრი გარდაიცვალა , თუმცა კარგია, რომ ბევრი კი გამოჯამრთელდა კიდეც . ჩვენს ქვეყანაში შეწყდა მუშაობა , შეწყდა სწავლა, რამაც გამოიწვია ბევრის სახლში დარჩენა. პირადად ჩემთვის სახლში ჯდომა არც ისე კარგია, მოსაწყენია. ჩვენი სკოლა ონლაინსწავლის რეჟიმში ჩაერთო და ეს კარგია, თუმცა ეს მაინც არაა ის რასაც მოსწავლეები ვართ მიჩვეულები. მოულოდნელად აღმოვაჩინე რომ სკოლა მყვარებია ..მენატრება ყველფერი რაც სკოლასთან ასოცირდება : კლასელები , მასწავლებლები, უფროსკლასელები, უმცროსკლასელები...გზაც კი მენატრება რომლითაც სკოლაში დავდივარ . მე პირადად რაგბის გუნდში ვთამაშობ და ეს მონატრება კიდე ცალკე თემაა. კიდევ ბებო მენატრება , რომელმაც როგორც კი გაიგო გზები ჩაიკეტებაო - „ჩქიმ უდეშა მოკო“ - თქვა და წავიდა სამეგრელოში. იქ უვლის სახლ- კარს და საქონელს. 88 წლისაა და მაგარი ქალია. იმედია მალე მოიხსნება კარნტინი და ცხოვრების ჩვეულებრივ რეჟიმს დავუბრუნდებით. მაგრამ საკითხავია, იქნება თუ არა ეს ის, რაც იყო აქამდე?!
დავით ჭითანავა - VIII კლასი

ჩვენ ყოველი დღე ერთნაირი გვეგონა, მაგრამ დადგა დღე, რომელმაც გვასწავლა სიყვარული, სითბო და ერთმანეთის თანაგრძნობა. დღე, რომელმაც დაგვანახა როგორი მხიარული და ლაღი დღეები გვქონია. ჩვენ თანდათანობით კარანტინის რეჟიმში გადავედით და ვაგრძელებთ უკვე მერამდენე დღეა. მე ახლა ონლაინ გაკვეთილები მიტარდება, სახლში თუ ვიწყენ ვიღებ ვიდეოებს, ვათამაშებ ძამიკოს და სახლს ვალაგებ. მალე ზაფხული შემოგვეგებება და იმედია წავალთ ზღვაზე. წავიკითხავ წიგნებს და დავალებებს თუ მოგვცემენ დავწერ. მე ასევე დამატებით ინგლისურს ვმეცადინეობ და ძალიან მომწონს. როცა ტელეფონი მღლის, ოჯახი ფილმს ვუყურებთ და მზესუმზირას მივირთმევთ. მიყვარს, როცა ერთად ვსხედვართ და ვაკნატუნებთ მზესუმზირას, თან ოთახშიც რაღაცნაირი სურნელი დგება. მე ძალიან მომწონს ის, რომ ახლა დედა, მამა, დაიკო და ძამიკო - ყველა ერთად ვართ.
ჩემი აზრით, კორონასაც აქვს თავისი დადებითი მხარე.
ჩვენ ახლა მეტი არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია. მთავარია, ვიყოთ ერთად და დავრჩეთ სახლში.
|
ნიკოლოზ თუთარაშვილი - II კლასი
Comments