სკოლის საჭიროებების კვლევა
შპს ფრანგული სკოლის საჭიროებების კვლევა
სკოლის ბიოლოგიის წამყვანი მასწავლებელი ჟანა ჭითანავა
საკვლევი თემა: სასწავლო შემეცნებითი პროექტების მნიშვნელობა მოსწავლის მოტივაციის ზრდის საქმეში
პრობლემის იდენტიფიცირება: პრობლემის შესწავლა დავიწყე იმით, რომ დავგეგმე და ჩავატარე ჩვენი სკოლის მასწავლებლების კოლეგიალური შეხვედრა , სადაც დიალოგის რეჟიმში მოხდა გამოკითხვა იმისა თუ რამდენმა მასწვლებელმა განახორციელა პროექტი სკოლაში და რა ტიპის პროექტებთან ქონდათ შეხება მოსწავლეებს. აღმოჩნდა რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში არც ერთ მასწავლებელს არ განუხორციელებია კვლევითი პროექტები. ნაწილობრივ მიზეზად დასახელდა მოსწავლეების არც თუ ისე დადებითი განწყობა პროექტებში ჩართულობასთან დაკავშირებით , რადგან მოსწავლეები ამბობენ რომ მათ არ სცალიათ ან უბრალოდ არა აქვთ პროექტში ჩართვის სურვილი.
ჩვენი სკოლა არც თუ ისე დიდია. საბუნებისმეტყველო კათედრის შემადგენლობაში კი მხოლოდ 4 მასწავლებელია . კათედრა (ჩემს გარდა) სრულიად დაეთანხმა კოლეგების მოსაზრებას. ჩემს მოსწავლეებს ხშირად ქონიათ კითხვები რეპროდუქციულ საკითხებთან დაკავშირებით, ამიტომაც გადავწყვიტე გამნეხოციელებინა კვლევითი პროექტი მოსწავლეების მონაწილეობით და დავკვირვებოდი მათი მოტივაციის შესაძლო ცვლილებების პროცესებს.
საქართველოს განთლებისა და მეცნიერების ერთიანი სტრატეგია 2017-2021- მოიცავს რამდენიმე სტრატეგიას, რომელთა შორის ერთ- ერთია: „მოსწავლის მომავალი ცხოვრებისთვის მომზადების მიზნით მაღალი ხარისხის ზოგად განათლებაზე ხელმისაწვდომობა და ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო შედეგების უზრუნველყოფა“
მომავალი ცხოვრებისთვის მომზადება საბუნებისმეტყველო განათლებაში უამარავ ანატომიურ ცოდნასთან ერთად, მოიცავს საკუთარი სხეულის შემეცნებისა და მასში მიმდინარე პროცესების სიღრმისეულ გააზრებას, რაც წარმოუდგენელია სექსუალური და რეპროდუქციული განათლების გარეშე.
განიხილება თუ არა ჩვენს სკოლებში ეს საკითხები დეტალურად?
არიან თუ არა მოსწავლეები დაინტერესებული ამ თემებით?
მზად ვართ თუ არა ჩვენ, მასწავლებლები ვუპასუხოთ მოსწავლეების ყველა „უხერხულ“ კითხვებს?
რა პროექტები შეიძლება განვახორციელოთ ამ მხრივ და გამოიწვევს თუ არა ამ პროექტებში ჩართულობა მოსწავლეების მოტივაციის ამაღლებას?
ეს ძირითადი პრობლემები წარმოადგენდა არა მხოლოდ პროექტის საკმაოდ საინტერესო კვლევით ნაწილს, არამედ ზოგად პრობელმატკასაც ,რომელზედაც უმარავი საერთაშორისო ორგანიზაცია მუშაობს და აქვეყნებს დასკვნებს.
UNICEF-ის მიერ საქართველოში 2014 წელს ჩატარებულმა კვლევამ -„ახალგაზრდების ეროვნული კვლევა საქართველოში“ აჩვენა რომ 15-19 წლის ასაკის ახალგაზრდებს, საკითხზე-არის თუ არა უსფრთხო ორსულობა და მშობიარობა ადრეულ ასაკში, აქვთ განსხვავებული მოსაზრებები. კერძოდ აჭარის რეგიონში ახალგაზრდობის 53 % თვლის ნაადრევ ორსულობას უსაფრთხოდ . რეპროდუქციული განათლების არასასურველი დონე საქართველოში უკვე დაფიქსირებულია და სკოლის პედაგოგებს გვჭირდება მეტი ძალისხმევა ამ მიმართულებით. ჩემი კვლევის მიზანს წარმადგენდა, როგორც მოსწავლეებში საკითხის სიღრმისეული შესწავლა და მისი მნიშვნელობის გაცნობიერება, ასევე ახლებური მიდგომების გამოყენებით ბიოლოგიის სწავლებისადმი მოტივაციის ამაღლება. ყოველივე ამისათვის კი საჭირო იყო ისეთი პროექტის განხორციელება , რომელიც შესაძლებელს გახდიდა მოსწავლეზე, სამიზნე ჯგუფზე და ფოკუს ჯგუფზე დაკვირვებასა და მოტივაციის აღწერას

კვლევის ობიექტი და მეთოდები :სკოლა, მოსწავლეები. პრაქტიკული სწავლება ( ანკეტირება,
დისკუსია, პრობლემის იდენტიფიცირება და გადაწყვეტის
გზების ძიება, ინტერვიუები, მასტერ კლასები, აღწერა, დაკვირვება) კლინიკები, საავადმყოფოები,
უნივერსიტეტი
დავგეგემე პროექტის ეტაპობრივი განხორციელება:

საწყის ეტაპზე
კოლეგიალური შეხვედრებისა და აზრთა შეჯერების შემდეგ გამოვკვეთეთ
ძირითადი სტრატეგიული მიდგომები ( სამიზნე
ჯგუფის შერჩევა, დაკვირვების მეთოდების შემუშავება.)
პროექტის პირველ ეტაპზე თემის
სენსიტიურობიდან გამომდინარე განხორციელდა
მშობელთა ინფორმაციული თანხმობის მოპოვება. უნდა აღინიშნოს რომ მშობელთა გარკვეული ნაწილი კმაყოფილებით
შეხვდა სიახლეს, თუმცა მშობლების ნაწილს ქონდა სკეპტიკური განწყობა,ისინი თვლიდნენ
რომ რეპროდუქციის შესახებ სკოლაში მიღებული ცოდნის დონე სრულიად საკმარისია.
დიალოგის რეჟიმში გამოვლინდა რომ მსგავს დასკვნებს
მშობლები აკეთებენ იქიდან გამომდინარე რომ
შვილები არ უსმევენ მშობლებს კითხვებს ამ საკითხებთან დაკავშირებით , ხოლო მშობლები ერიდებიან მოზარდების „ზედმეტ დაკითხვებს“, რადგან იციან რომ ეს მისია სკოლას აკისრია.გამოიკვეთა პრობლემა - საჭიროა
კომუნიკაციის გააქტიურება მშობლებთან და რეკომენდაციების
შემუშავება რის შედეგადაც სასურველია გაძლიერდეს
კომუნიკაცია მოსწავლეებსა და მათ
მშობლებს შორის.
ფოკუს ჯგუფი შეირჩა გენდერული თანასწორობის დაცვით, მოსწავლის მოტივაციისა და აკადემიური დონის მიხედვით:
N1 -მოსწავლე გოგო, რომელიც საკმაოდ მოტივირებულია და კარგადაც სწავლობს, აქვს ლიდერის თვისებები და კლასზე ზეგავლენის უნარი
N 2 –მოსწავლე გოგო , რომელიც არც ისე მოტივირებულია, არ ავლენს განსაკუთრებულ ინტერესებს და აკადემიური მოსწრებითაც არ გამოირჩევა
N 3-მოსწავლე ბიჭი, აქტიური, არ გამოირჩევა აკადემიური დონით მაგრამ მუდამ სვამს კითხვებს და აქვს საშუალო აკადემიური მოსწრება
N 4- მოსწავლე ბიჭი, არამოტივირებული, სუსტი აკადემიური მოსწრებითა და არაგამოკვეთილი ინტერესის სფეროებით.
ჩემთვის საინტერესო იყო არა მხოლოდ სამიზნე ფოკუს ჯგუფის მოტივაციის ზრდაზე დაკვირვება, არამედ ის ზეგავლენა რომელსაც სამიზნე ჯგუფი მოახდენდა მთლიანად კლასზე. კლასისა და მოსწავლეების ნებისმიერი აქტივობა ამ მხრივ, ჩემი და კოლეგა მსწავლებლების მიერ დღიურში ფიქსირებდებოდა.
ჩატარადა ანკეტირება, რომელიც მოიცავდა ღია და დახურულ კითხვებს, მოსწავლეებს შეეძლოთ გამოეყენებინათ ანონიმურობის უფლება ან ღიად დაეფიქსირებინათ მათი აზრი. საინტერესო იყო პასუხები რომლებიც მოპასუხე მოსწავლეების სქესის მიხედვითაც იქნა გაანალიზებული
მოსწავლე ბიჭების უმრავლესობამ დააფიქსირა , რომ უშვილობა არის საკმაოდ დიდი პრობლემა, თუმცა არ იცოდნენ რა არის ხელოვნური განაყოფიერება ან თავი აარიდეს პასუხს.
გაჟღერდა შემდეგი პასუხები: „ხელოვნური განაყოფიერება არის როდესაც სპერმატოზოიდებს ჩასახავენ ქალის ორგანიზმში“
„ხელოვნური განაყოფიერების დროს ქალის საშვილოსნოში შეყავთ დამუშავებული სპერმა“. ბიჭების 70 % -მა დააფიქსირა რომ არ იციან რა არის ხელოვნური განაყოფიერება.
გოგონების მხრიდან ხელოვნური განაყოფიერების ფორმულირება ასეთი სახის იყო: „როდესაც ქალის კვერცხუჯრედს ანაყოფიერებენ ხელოვნურად“
„ხელოვნური განაყოფიერების დროს ქალის საკვერცხეს ანაყოფიერებენ იმ შემთხვევაში თუ მათ პრობლემა აქვთ და ვერ ორსულდებიან მთელი რიგი პრობლემების გამო“
„ ხელოვნური განაყოფიერება საჭიროა როცა მამაკაცს ან ქალს არ შეუძლია სპერმატოზოიდების ან კვერცხუჯრედების წარმოქმნა ან გენები ვერ შეეწყობიან, მიმართავენ ხელოვნურ განაყოფიერებას ანუ სუროგაციას“
„როდესაც წყვილი უნაყოფოა, მიდიან ექიმთან იკეთებენ გამოკვლევებს და შემდეგ ეძებენ შესაბამის სპერმატოზოიდს განაყოფიერებისათვის“
„ხელოვნურ განაყოფიერებას აკეთებს ქირურგი“
გოგონების პასუხები უფრო მრავალფეროვანი იყო, თუმცა აქაც გამოიკვეთა მცირედი რაოდენობა მოსწავლეებისა (2 %) რომლებმაც დაწერეს პასუხებად „არ ვიცი“ ან დატოვეს კითხვა უპასუხოდ
შემდეგი ეტაპისთვის სკოლაში ჩატარდა საგაკვეთილო პროცესი თემაზე :რეპროდუქციული სისტემა აგებულება და ფუნქციონირების პრობლემები.“ მოსწავლეების წინარე ცოდნა მოიცავდა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საკითხებს.
ინდიკატორი XI. 5
> მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს ორგანიზმის გამრავლება და ინდივიდუალური განვითარების ფორმები
> მოსწავლე მსჯელობს განაყოფიერების შედეგებზე და მათ ბიოლოგიურ როლზე
კლასის ორგანიზების ფორმა იყო ჯგუფში მუშაობა.ძირითადად განხილულ იქნა განაყოფირების პროცესი და მისი ბიოლოგიური მნიშვნელობა; მოსწავლეებმა გაიხსენეს და დააახასიათეს ემბრიონალური განვითარების ადრეული ეტაპები (ზიგოტა, ბლასტულა, გასტრულა. ნეირულა)
გაკვეთილის მიზანს წარმოადგენდა მოსწავლის იმ უნარების განვითარება, რომლითაც იგი შეძლებს გაანალიზოს რეპროდუქციული ჯანმრთელობის პრობელემები და მათ შესახებ საზოგადოებაში არსებული ცოდნის დონე
მოსწავლეებს ასევე უნდა გაეიაზრებინათ სახელმწიფოს როლი ოჯახის დაგეგმვის პროცესში და ოჯახის დაგეგმვის კულტურა, რისთვისაც გამოწვევის ფაზაზე მათ მიეწოდათ წინასწარ გამზადებული მონაცემები რეპორუდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების შესახებ (რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკანონმდებლო აქტი- თავი XXIII მუხლი 139-144 )
გამოწვევის ფაზაზე მოსწავლეებს მიეწოდათ კითხვა: რას ნიშნავს თქვენი აზრით რეპროდუქციული ჯანმრთელობა? რაზედაც უპასუხეს რომ რეპროდუქციული ჯანმრთელობა ნიშნავს კაცის და ქალის სურვილს, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მზაობას გააჩინონ შვილი, მოგვიანებით ჩემი დახმარებით ამ ფაქტორებს დაემატა სოციალური მზაობაც.
ასევე დაფაზე წინასწარ მომზადებული იყო ცალკეული სიტყვები, რომლებიდანაც მოზაიკის პრინციპით მოსწავლეებმა ააგეს წინადადებები, რომლებიც ეხებოდა სახელმწიფოს როლს ოჯახის დაგეგმვის პროცესში.
შემდეგი აქტივობა წარმოადგენდა ფერად ფურცლებზე დაწერილ დაავადებათა სახელწოდებებს, რომლებიც მოსწავლეებს უნდა გადაეხარისხებინათ ე.წ. მამაკაცებისათვის და ქალებისათვის დამახასიათებელ დაავადებებად. თუმცა მოსწავლეებმა ზუსტად დასვეს კითხვა იყო თუ არა ჩამონათვალში დაავადებები , რომლებიც ორივე სქესისათვის იყო დამახასიათებელი და დადებითი პასუხის მიღების შემდეგ ეს დაავადებები ცალკე იქნა განხილული. მოსწავლეებმა არასწორად გაიაზრეს ტერმინი „ორგანოდამკარგავი ქირურგია“. მათი აზრით ეს იყო შემთხვევა როდესაც ქირურგი შემთხვევით აზიანებს ორგანოს და საჭირო ხდება მისი ამოკვეთა. საჭირო გახდა ამ პრობლემის დაწვრილებით განხილვა.
მოსწავლებმა შეადარეს მათ მიერ „აწყობილი წინადადებები“ და „კანონი ჯანდაცვის შესახებ“ -მუხლი 141, 143, 144 , გაეცნენ ხელოვნური განაყოფიერების საკანონმდებლო რეგულაციებს და შეავსეს კითხვარები.
ჩატარებული გაკვეთილის ძლიერ მხარედ მიმაჩნია შემდეგიფაქტები: დაცული იყო საგაკვეთილო ფაზები და დროის მენეჯმენტი, მოსწავლეები თავად აგებდნენ ცოდნის გარკვეულ დონეს და მე ხშირ შემთხვევაში ინფორმაციის პასიური მიმწოდებელი ვიყავი. გაკვეთილი კონსტრუქტივისტული და მოსწავლეზე ორიენტირებული იყო. თითოეული მოსწავლე დაუბრკოლებლად გამოხატავდა თავის აზრს და მსჯელობდა ეთიკურ საკითხებთან დკავშირებით, შექმნილი იყო კეთილგანწყობილი თანამშრომლობაზე დაფუძნებული გარემო,მოსწავლეებმა გაიღრმავეს რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ ცოდნა და სწორად შეაფასეს რეპროდუქციულ პრობლემებთან დაკავშირებული კონკრეტული ფაქტები.
ჩატარებული გაკვეთილის სუსტი მხარედ ვთვლი : მიუხედავად აზრის გამოთქმის თავისუფლებისა , რამდენიმე მოსწავლემ თავი შეიკავა საკუთარი აზრის დაფიქსირებისგან . რამდენიმე ბიჭი, რომლებიც არ აქტიურობდნენ გაკვეთილზე ისხდნენ ჩუმად თუმცა ხშირად იცინოდნენ, ჩურჩულებდნენ და ერთმანეთს ხმადაბლა ელაპარაკებოდნენ არ პასუხობდნენ ჩემს მიერ დასმულ კითხვებზე იმ არგუმენტის გამოყენებით, რომ არ სურდათ დისკუსიაში ჩართვა. ჩემი მხრიდან საჭირო იყო მეტი მცდელობა მათ გასააქტიურებლად. კარგი იქნებოდა სამუშაო ჯგუფებს შეერჩიათ ჯგუფების სახელწოდებები რაც მათ ქვეცნობიერი ინტერესების შესწავლაში შემიწყობდა ხელს. განმავითარებელი შეფასება რომელითაც შეფასდა ჯგუფები, დროის სიმწირის გამო იყო მცირე და ნაკლებად შინაარსობრივი.
გაკვეთილზე გამოვლენილი პრობლემის მოგვარების გზები: ა)გაკვეთილზე გამოიკვეთა უშვილობის გადაწყვეტის ერთ-ერთ გზად- შვილად აყვანა, რომელიც მოსწავლეებს საკმაოდ ადვილი და კანონებთან არ დაკავშირებული პროცედურა გონიათ, ამიტომ დაევალათ შემდეგი გაკვეთილისთვის მოიპოვონ ინფორმაცია საქართველოში უშვილობის სტატისტიკისა და ასევე შვილად აყვანის პროცედურებთან დაკავშირებული რეგულაციების შესახებ.
კითხვარების სტატისტიკური ანალიზიდან და სადისკუსიო რეჟიმში გამოთქმული მოსაზრებებიდან გამომდინარე შიძლება გამოვიტანოთ დასკვნა რომ მოსწავლე ბიჭების დიდმა ნაწილმა თავი შეიკავა უშვილობის პრობლემის გადაწყვეტის შემთხვევაში, ხელოვნურ მანიპულაციების გამოყენების შესაძლებლობებზე.
ერთ-ერთი მოსწავლე გოგონა არ დაეთანხმა მოსაზრებებს ,იმასთან დაკავშირებით რომ უშვილობის პრობლემა ქალებისთვის, მათი ბიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე ,უფრო რთული გადასატანია და კლასელების აქცენტი იმაზე რომ ქალი უფო სუსტი და მგრძნობიარე არსებააა არ არის სწორი დამოკიდებულება! კლასელების დიდი ნაწილი მას არ დაეთანხმა, თუმცა მშვიდად მოისმინეს მისი პოზიციაც. მოსწავლეებმა გამოთქვეს მოსაზრება მარტოხელა ქალების შვილოსნობის პრობლემის გადაწყვეტასთან დაკავშირებითაც. მოსწავლეების ნაწილი ამ პრობლემის გადაწყვეტისადმი ნეგატიური დამოკიდებულებით გამოირჩეოდა.
დაიგეგმა:
ა) ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მინი ლექცია: ემბრიონული განვითარების ეტაპების თავისებურებები- ასოცირებული პროფ. მარინა ნაგერვაძე
ბ) ვიზიტი ხელოვნური განაყოფიერების კლინიკაში -კლინიკა „ატლას-მედიქალი“
გ) ინტერვიუ უშვილო წყვილთან- ანონიმურობა დაცულია
დ) ვიზიტი ულტრაბგერითი გამოკვლევის კაბინეტში-ექიმი ნანა შერვაშიძე
ე) მოსწავლეების მოთხოვნით დაიგეგმა ფოტოსესია „ჩვენ მომავალი მშობლები ვართ“
ა)-კვლევაში ჩართული სკოლის ფოკუსჯგუფების მოსწავლეები დაესწრნენ ლექციას: ემბრიოგენეზის სტადიები და თავისებურებები.
მოისმინეს ბლასტულის გასტრულისა და ნეირულის ჩამოყალიბების თავისებურებები. დიდი ინტერესი გამოიწვია კონკრეტული საჩანასახო ფურცლებიდან, კონკრეტული ორგანოების ჩამოყალიბების ვადებმა, რის შესახებაც მოსწავლეებმა დასვეს კითხვები. მოსწავლეების კითხვები ეხებოდა ხელოვნური განაყოფიერების შემდეგ მიმდინარე ემბრიოგენეზისა და ბუნებრივი ორსულობისას მიმდინარე ემბრიოგენეზის შესახებ არსებულ ან არარსებულ განსხვავებებსაც.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს სასქესო გამეტების მუდმივი პრეპარატები.
დასკვნა: მოსწავლეების მოტივაცია აშკარად გაიზარდა რაც გამოიხატებოდა კითხვების დასმის სიხშირით
ბ)-ფოკუს ჯგუფის მოსწავლეები შეხვდნენ ხელოვნური განაყოფიერების „კლინიკის ატლას -მედიქალის“ მოსამსახურე პერსონალს, იურისტს და მთავარ ემბრიოლოგს, რომლებთანაც ინტერვიუების შედეგად მოვიპოვეს ინფორმაცია იმის შესახებ რომ კლინიკა ბათუმში მოქმედი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კლინიკაა, რომელის დახმარებითაც შესაძლებელია რეპროდუქციული პრობლემების აღმოფხვრა შემდეგი მეთოდებით: ინსემნიაცია, ინ ვიტრო განაყოფიერება სპერმისა და კვერცხუჯრედის დონაცია, სუროგაცია. აქვე კეთდება ნაყოფის პრენატალური დიაგნოსტიკა, სათესლე ჯირკვლების ბიოფსია, სპერმისა და კვერცხუჯრედის გაყინვა შენახვა, პიეზო მიკრომანიპულაცია, ერა ტესტი, დეტალური ქრომოსომული სკრინინგი.
ფოკუს ჯგუფი დააკვირდა შემდეგ პროცედურებს:
1.კვერცხუჯრედის დონაცია და კვერცხუჯრედების გარეცხვა მომზადება განაყოფიერებისათვის.
2.სპერმატოზოიდების სელექცია და კრიოკონსერვაცია
3.ინ ვიტრო განაყოფიერება
კლინიკის მიერ მოწოდებული მონაცემები მოსწავლეების მიერ იქნა სტატისტიკურად დამუშავებული და წარმოდგენილი საკლასო პრეზენტაციებზე. (ცხრილი 1 და 2)
გ)- უშვილო წყვილმა ისურვა დარჩენილიყო ანონიმური. მოსწავლეებმა გადაიღეს ვიდეომასალა ისე რომ არ ჩანდა რესპოდენტის სახე. მათ დაუსვეს წყვილს უამრავი კითხვები უშვილობის პრობლემებთან დაკავშირებით. მათთვის სიახლეს წარმოადგენდა ის მომენტი რომ შეიძლება დაგჭირდეს მკურნალობა მაგრამ არ გქონდეს თანხები და ვერც ხელოვნური განაყოფიერება ვერ გაიკეთო რადგან კლინიკებში ამ პროცედურების ღირებულება 5000 ლარს უტოლდება.
დასკვნა: მოსწავლეებს ნაკლებად აქვთ სოციალური პრობლემები გააზრებული
დ) ულტრაბგერითი გამოკვლევის მეთოდები მოსწავლეებისთვის ასევე სიახლეს წარმოადგენდა, ისინი დაესწრნენ ორსული პაციენტის დაგეგმილ დიაგნოსტირებას სადაც გამოვლინდა ტყუპების შემთხვევა და ამას მოყვა საოცრად დადებითი ემოციები. ექიმთან დიალოგის დროს მოსწავლეებმა დასვეს კითხვები აბორტის შესაძლო გართულებებზე და ორსულობის სასურველ ასაკთან დაკავშირებით.კითხვები ეხებოდა ორსულობის მიმდინარეობისას ემბრიონული სიმახინჯეების დიაგნოსტირების შემთხვევებსაც.ფოკუს ჯგუფის ოთხივე წევრი უკვე საკმაოდ კვალიფიციურ და დაზუსტებულ კითხვებს სვამდა.
ე)მოსწავლეებმა სრულიად დამოუკიდებლად ჩაატარეს ფოტოსესია „ჩვენ მომავალი მშობლები ვართ“ და გადაიღეს მრავალშვილიანობასთან დაკავშირებული ვიდეოკლიპი.დაამზადეს პოსტერები
დასკვნა: მაქსიმალური მოტივაცია სახეზეა!!
პროექტის განხორციელების პერიოდი მოიცავდა დროის მონაკვეთს 10 / 11-2018 წ.-12 / 6-2019 წ.-ამდე. ამ პერიოდის განმავლობაში ფოკუს ჯგუფის მიერ ჩატარებული აქტივობები გარდა ზემოთ აღნიშნულისა მოიცავდა 2 სასკოლო და 3 საკლასო პრეზენტაციას, სადაც მოსწავლეებმა წარადგინეს მათი მოპოვებული და გადამუშავებული ინფორმაციები. რეპროდუქციული საკითხებისადმი მოტივაციის ზრდის ფაქტორი გასცდა კონკრეტული კლასის მაჩვენებლებს და პროექტმა მოიცვა მთლიანად სკოლა, რაც გამოიხატებოდა იმ ფაქტით რომ უამრავი მოსწავლე ითხოვდა პროექტში უშუალოდ ჩართულობას და სოციალურ ქსელში ჩართული მშობლები დიდი აქტივობით ერთვებოდნენ პროექტის ჩართულობის ამსახველი სურათების შეფასებებში და კომენტარებში. მოსწავლეთა მოტივაციის ზრდა აისახა შეფასებებშიც და იმ დისკუსიებშიც რომლებსაც ძალიან დიდი ხალისითა და ინტერესით შემოუერთდნენ სხვა კლასის მოსწავლებიც. კოლეგა მასწავლებლები საბუნებისმეტყველო კათედრიდან აქტიურად ერთვებოდნენ სასკოლო პრეზენტაციებსა და რეფლექსიებში. მათთან ერთად კოლეგიალური შეხვედრებისა და განსჯის საფუძველზე დადგინდა შემდეგი რეკომენდაციები:
ა) სკოლას აუცილებლად სჭირდება შემეცნებითი სასწავლო პროექტების განხორციელება რათა, გაიზარდოს მოსწავლეების მოტივაცია კონკრეტული სასწავლო საგნებისადმი.
ბ)სასკოლო პროექტების განხორციელება ხელს უწყობს არა მხოლოდ მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას, არამედ კონსტრუქციული თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების უნარ - ჩვევების შემუშავებასაც. მათში იზრდება ტოლერანტობისა და ემპათიის დონე.
გ) სასკოლო პროექტების მიმდინარეობამ შესაძლებელია ხელი შეუწყოს მოსწავლეებისა და მათი მშობლების კომუნიკაციების გაძლიერებას
დ)პროექტებზე მუშაობა ხელს უწყობს მოსწავლეებს გაიღრმავონ ცოდნა და მოახდინონ იმ პრობლემების იდენტიფიცირება, რომელიც გაზრდის მათ სამოქლაქო თვითშეგნებასა და პასუხისმგებლობას.
ფოკუს ჯგუფზე დაკვირვების შედეგები შევიტანე სპეციალურ ცხრილში, სადაც კარგად ჩანს თითოეული მოსწავლის მოტივაციის თანმიმდევრული ცვლილებები.

მოსწავლე
|
საგაკვეთილო პროცესი |
მასტერ კლასი |
ვიზიტი ხელოვნური განაყოფიერების კლინიკაში |
ინტერვიუ |
ულტრაბგერით კვლევებზე დაკვირვეა |
შენიშვნები და პრობლემები |
N1
N2 3 4 |
საკმაოდ აქტიურია,
მომზადებული აქვს საგაკვეთილო მასალა, ადვილად შედის დისკუსიაში , გამოთქვამს მის
მოსაზრებებს თავისუფლად, ხშირად ეკამათება ბიჭებს არასწორ „პოზიციასთან დაკავშირებით“
არ არის მომზადებული, საკმაოდ დაბნეულია და ვერ ცემს კითხვებზე პასუხებს არ არის ჩართული საგაკვეთილო პროცესში, თუმცა ყურადღებით ისმენს საკამათო საკითხებს და აკვირდება იმ ბიჭების რეაქციას რომლებიც არ არიან ჩართული დისკუსიაში, თუმცა გამოთქვამენ რეპლიკებს. ისმენს ყურადღებით საკითხებს, ძალიან ფრთხილად ცდილობს ჩეართოს კამათში , მაგრამ ვერ ცემს არგუმენტირებულ პასუხებს, შემოიფარგლება მხოლოდ მისი აზრების გამოთქმით |
დაინტერესდა
საჩანასახო ფურცლებიდან გულისა და ტვინის ჩამოყალიბების ვადებითა და მექანიზმებით თანამშრომლობს სხვა სკოლის ფოკუს ჯგუფებთან
და ერთვება კითხვა პასუხის რეჟიმში.
ცდილობს გაერკვეს ემბრიოგენეზის სტადიებში და სვამს კითხვებს, ინიშნავს რვეულში მოტივირებულია,თუმცა არ სვამს კითხვებს ყურადღებით ისმენს დისკუსიას და ცდილობს გაერკვეს ბიოლოგიურ პროცესებში, მიკროსკოპთან მუშაობისას დიდხანს დაკვირვებით ათავლიერებს გამეტებს. არ აქტიურობს. სკოლის ფოკუს ჯგუფებთან ერთად ყოფნამ მასზე უარყოფითი გავლენა მოახდინა |
ყურადღებით ისმენს ყველა ინფორმაციას და სვამს კითხვებს, აკვირდება მანიპულაციებს და ცდილობს ჩაერთოს მარტივ პროცედურებში
აკვირდება ყურადღებით პროცესებს, ბიოლოგიური მანიპულაციების მცირედი შიში აღენიშნება , თუმცა არ იმჩნევს და აქტიურდება როგორც კი ჯდება მიკროსკოპთან ისმენს ინფორმაციებს , თუმცა ისევ თავს არიდებს კითხვებს. სიამოვნებით დაჯდა მიკროსკოპთან, დაათვალიერა სასქესო უჯრედები და მოისმინა სპერმის სელექციის მეთოდები. გამოეთიშა ჯგუფს საკუთარი სურვილით |
სვამს კითხვებს რომელიც აქვს ჩამოწერილი და ეხება
ბიოლოგიურ პროცესებს
საკმაოდ აქტიურად უსვამს რესპოდენტს კითხვებს და იწერს პასუხებს. საკლასო პრეზენტაციაზე კითხვები და პასუხები გაანალიზებული სახით წარმოადგინა მონაწილეობს გადაღების პროცესში სასაკოლო პრეზენტაციისას აღმოჩნდა რომ ძალიან ყურადღებით ისმენდა პაციენტის პრობლემებს , ერკვევა ბიოლოგიურ მექანიზმებშიც |
აქტიურად თანამშრომლობს ექიმ-ექოსკოპისტთან, სვამს
უამრავ კითხვებს ემბრიონის განვითარების დეფექტებთან დაკავშირებით. არკვევს აბორტის
შესაძლო ვადებს
ინტერესით აკვირდება ექოსკოპიის პროცესს და პაციენტს, დასვა რამდენიმე აქტუალური კითხვა აბორტის შემდგომი პროცესების ფსიქოლოგიური ასპექტების შესახებ სვამს კითხვებს ემბრიოგენეზის სტადიების დარღვევასთან და აბორტის პროცესებთან დაკავშირებულ ეთიკურ პრობლემებზე. მოითხოვა სპეცფორმის ჩაცმა და გაეცნო ექოსკოპიის აპარატის მუშაობის პრინციპებს შემოგვიერთდა ისევ მისი სურვილით.ექოსკოპიის პროცესმა ძალიან დააინტერესა, დასვა რამდენიმე საინტერესო კითხვა ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე |
დომინირებს ჯგუფში, არის საშიშროება რომ გადაფაროს ჯგუფის წევრები.
ბიოლოგიური პროცედურების მიმდინარეობისას საჭიროა განსაკუთრებული ყურადღების მიდევნება ვთვლი რომ მიზანი მიღწეულია პირად საუბარში გაირკვა რომ პროექტის რამდენიმე ეტაპი დატოვა სპორტული დატვირთვის გამო |
ცხრილი 1. კლინიკა ატლას მედიკალში 2016 წლიდან დღემდე ქართველი პაციენტებისადმი ჩატარებული ხელოვნური განაყოფიერება
ხელოვნური განაყოფიერების მეთოდი
|
პაციენტთა რაოდენობა
|
განაყოფიერების შედეგი
|
|
ინ ვიტრო განაყოფიერება
IVF
|
50
|
30
|
|
კვერცხუჯრედის დონაცია
OD
|
10
|
8
|
|
სპერმის დონაცია
SD
|
15
|
10
|
|
სუროგაციით
SM
|
5
|
3
|
|
ცხრლი 2.კლინიკა ატლას მედიკალში 2016 წლიდან დღემდე
უცხოელი პაციენტებისადმი
ჩატარებული ხელოვნური განაყოფიერება
ხელოვნური განაყოფიერების მეთოდი
|
პაციენტთა რაოდენობა
|
განაყოფიერების შედეგი
|
ინ ვიტრო განაყოფიერება IVF
|
30
|
20
|
კვერცხუჯრედის დონაცია OD
|
22
|
15
|
სპერმის დონაცია SD
|
10
|
5
|
სუროგაციით SM
|
60
|
55
|
Comments