რესურსები
მოსწავლეებისათვის რთული წარმოსადგენია , თუ როგორი აგებულება აქვს დნმ-ის მოლეკულას, რომელიც უწვრილესი „ძაფის“ სახით მოთავსებულია ქრომოსომებში. ამიტომაც შევეცადე მათივე მონაწილეობით შეგვექმნა მოდელი , რომელშიც ისინი თავად ააგებდნენ კომპონენტებს და ნუკლეოტიდურ თანმიმდევრობებს. ამ მოდელის მეშვეობით, მათ უკეთ გაიაზრეს დნმ-ის შვილეული და დედისეული ჯაჭვები, რეპლიკაციის მექანიზმი, პოლიმერაზას და ლიგაზას მოქმედების ადგილები, წყალბადური ბმები, კომპლემენტარობის პრინციპები.
რესურსი მრავალჯერადი გამოყენებისაა და უკვე რამდენიმე წელია მას წარმატებით ვიყენებ სასწავლო პროცესში.

მიტოზის და მეიოზის
ბარათები
შესატყვისობა სასწავლო გეგმასთან
მიმართულება: ცოცხალი სამყარო
შედეგი: კვლ.XI.5 მოსწავლე შეუძლია დაახასიათოს ორგანიზმის გამრავლების და
ინდივდუალური განვითარების ფორმები
კვლ.XI.5.4. იყენებს/ადგენს/ამოიცნობს/ალაგებს მიტოზის და მეიოზის
სქემატურ მოდელს
რესურსის შექმნის მიზანს წარმოადგენს: მიტოზის ფაზების თანმიმდევრულობის დასწავლა და მიტოზის თითოეული ფაზის აღწერის დამახსოვრება
მუყაოს სქელი ქაღალდისაგან გამოვჭერილი ბარათებზე გამოსახულია მიტოზის და მეიოზის ფერადი ფაზები, მეორე მხრიდან კი აღწერილია ფაზების დამახასიათებელი თავისებურებები.
გამრავლების თავისებურებების სწავლისას მოსწავლის მინიმალური კომპეტენცია გულისხმობს მიტოზის ფაზების თანმიმდევრულობის ამოცნობას. ამ მხრივ პატარა ბარათებზე გამოსახული ფაზები საკმაოდ მოსახერხებელია, რადგან მოსწავლე სწრაფად ალაგებს მათ თანმიმდევრობის მიხედვით. ფაზების არასწორი თანმიმდევრული დალაგებისას კი მას ასევე ადვილად შეუძლია გადაალაგოს ბარათები და გაასწოროს შეცდომა. ბარათის მეორე მხარეს დატანილი წარწერები , რომლებიც მოიცავს შესაბამისი ფაზის აღწერას შეიძლება გამოვიყენოთ შემდეგი აქტივობისათვის, როდესაც მოსწავლეს უკვე ფაზების აღწერის წაკითხვისას მოეთხოვება სწორად მიხვდეს თუ რომელ ფაზაზეა საუბარი. მისი პასუხის სისწორეში დარწმუნდება თუ ამოაბრუნებს ბარათის წინა გვერდს და დააკვირდება ნახატს.
რესურსი საკმაოდ ადვილი და მრავალჯერადად გამოსაყენებელია, ის არ მოითხოვს რაიმე ტექნიკურ პარამეტერებს და კარგ საშუალებას წარმოადგენს მოსწავლეებში როგორც აკადემიური დონის ასევე კრიტიკული აზროვნების განსავითარებლად. რესურსი საშუალებას იძლევა გამოყენების დროს დაიგეგმოს შეჯიბრი :
ა)ვინ უფრო სწრაფად ამოიცნობს მიტოზის და მეიოზის ფაზებს!
ბ) ვინ უფრო სწრაფად დაალაგებს მიტოზის და მეიოზის ფაზებს!
გ) ვინ განანსხვავებს მიტოზის ფაზებს მეიოზის ფაზებისგან!
კონკურსის ეს ფორმატი საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, გამოავლინონ სხარტი აზროვნება და აკადემიური უნარები, რაც ზრდის მათში კონკურენტულობის შეგრძნებებსა და მოტივაციას.

სახელმძღვანელო
გენეტიკური ამოცანების კრებული შეიცავს განსხვავებული სახისა და სხვადსახვა სირთულის 500-ზე მეტ ამოცანას. მასში მოცემულია გენეტიკური ამოცანების ამოხსნის
პრინციპები და ზოგადი მეთოდური რეკომენდაციები.
ყოველ თავს თან ერთვის თეორიული მასალის მოკლე მიმოხილვა, ტიპიური ამოცანის ამოხსნის ნიმუში, რაც მოსწავლეს გაუადვილებს ამოცანის ამოხსნას. იგი დახმარებას გაუწევს როგორც სკოლი პედაგოგებს ასევე
მოსწავლეებს.
რეკომენდებულია სახელმძღვანელოდ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ცოცხალი სამყაროს შემსწავლელი ფაკულტეტის სამეცნიერო საბჭოს მიერ!

Comments