სახალისო აქტივობები


2016  წლის  3 დეკემბერს, ფრანგული სკოლის ეზოში , მოსწავლეებმა დახატეს დნმ-ის მოდელი და ჩავატარეთ ფლეშმობი  თემაზე:  „დნმ -ის  სტრუქტურა და რეპლიკაცია“. ეს  სახალისო აქტივობა მიზნად ისახავდა , მოსწავლეებს  მათთვის  ნაცნობ და  პოზიტიურ გარემოში გაეთავისებინათ დნმ-ის გაორმაგების მექანიზმები, ფერმენტ  ჰელიკაზას და ლიგაზას მოქმედების  ადგილები და დედისეული  და შვილეული ჯაჭვების წარმოქმნის მექანიზმები  წყალბადური ბმების წყვეტის ხარჯზე!




                                     







                                                                         

2017 წლის 3 მაისს  დნმ-ის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი  ფლეშმობი ჩავატარეთ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში,  ფრანგული სკოლისა და ბსუ-ს  საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცის ფაკულტეტის სტუდენტების ერთობლივი მონაწილეობით.  მონაწილეებმა ერთობლივად შეარჩიეს  მუსიკალური გაფორმება, ცეკვის სტილი და  დნმ-ის  ახალ ჯაჭვების წარმოქმნის  საცეკვაო მოდელის კრეატიული  მექანიზი! ცეკვის  მიმდინარეობისას  გამოკვეთილი იყო წყალბადური ბმების  წყვეტა ფერმენტ  „ჰელიკაზას“  მოქმედებით და ნუკლეოტიდების  კომლემენტარობის რღვევის  მექანიზმები!





                                                                                  



                                                                                 

  


2017 წლის 17 თებერვალს ვესტუმრეთ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო ლაბორატორიებს  და გავეცანით პირველადი დახმარების პროცედურებს:
 დაზარალებულისთვის პირველი დახმარების გაწევის დროს გამოიყენება სიცოცხლის შენარჩუნების ბაზისური ალგორითმი - DRCAB DR CAB D – Danger
 გარემოს უსაფრთხოება; R – Responsiveness
ცნობიერების დონის შემოწმება; C – Circulation–
 ცირკულაცია A – Airway სასუნთქი  გზები

პირველი დახმარება სხვადასხვა გადაუდებელი მდგომარეობების დროს
 სუნთქვის რესპირატორული მოშლილობა (სუნთქვის მოშლა)- ეს არის მდგომარეობა როდესაც გამოხატულია ცვლილებები სასუნთქი სისტემის დაზიანებით, რაც გამოიხატება მიწოდებით ორგანიზმისათვის.
 ჟანგბადის მცირე რაოდენობით რესპირატორული მოშლილობა შეიძლება განვითარდეს:
 * სასუნთქი გზების ობსტრუქციის (უცხო სხეულით ან წყალში დახრჩობისას)
 * ფილტვებში აირთა ნორმალური ცვლის მოშლის (კვამლის შესუნთქვისას)
 * სუნთქვის გაძნელება შეიძლება გამოწვეული იყოს ზოგიერთი ქრონიკული დაავადების (მაგ. ბრონქული ასთმის დროს)
 * სტრესული მდგომარეობის (ჰიპერვენტილაციური სინდრომი)
 

შემთხვევის ადგილზე ნუ აყვებით ემოციებს, იფიქრეთ, არ ჩააყენოთ თქვენი თავი საფრთხეში და იმოქმედეთ საღი გონებით;
 •ყველაზე მნიშვნელოვანია თქვენი უსაფრთხოება: თქვენ ვეღარ გაუწევთ დახმარებას, თუ თვითონ დაზარალდებით; -
ძალიან მნიშვნელოვანია, საჭიროების შემთხვევაში დროულად მოუხმოთ დახმარებას; •სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის გამოძახებისას ილაპარაკეთ მოკლედ და მშვიდად, ნუ აყვებით პანიკას. არასოდეს არ დაკიდოთ ყურმილი პირველმა, რადგან შეიძლება დისპეტჩერმა დაგისვათ დამატებითი კითხვები; -
 •დაზარალებულისთვის პირველი დახმარების გაწევის დროს იმოქმედეთ DRCAB ალგორითმის მიხედვით;
 •ნუ შეეცდებით გააკეთოთ ის, რაც აღემატება თქვენს შესაძლებლობლებებს სუნთქვის უკმარისობის განვითარების დროს ორგანიზმში ჟანგბადის ნაკლებობა (ჰიპოქსია) იწვევს სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობის განვითარებას, ამიტომ აუცილებელია პირველი დახმარების დროულად გაწევა.
ჰიპოქსიის ნიშნებია :
* სუნთქვის გახშირება, მისი სიღრმისა და რიტმის შეცვლით;
 * აგზნებადობა, აგრესიულობა, ცნობიერების დაბინდვა, უგონო მდგომარეობა (ტვინის ნორმალური ფუნქციონირების დარღვევის გამო);
* მორუხო-მოლურჯო ფერის კანი
* ციანოზი, (სისხლში ჟანგბადის ნაკლებობის გამო);
*  სუნთქვის ან გულის გაჩერება

პირველი
დახმარება სასუნთქ გზებში უცხო სხეულის არსებობის დროს.
სასუნთქი გზების უცხო სხეულით დახშობის დროს ნებისმიერმა ადამიანმა, სწორედ მოხრჩობის უნივერსალური ნიშნის საშუალებით, უნდა შეძლოს მიგანიშნოთ, რომ მას სჭირდება დახმარება გადაუდებელი დახმარება: ჰკითხეთ პაციენტს : « იხრჩობი » თუ პაციენტი თავს გიქნევთ პასუხად და არ შეუძლია საუბარი ეს ნიშნავს, რომ სასუნთქი გზების ობსტრუქცია მძიმეა. დაუკავშირდით სასწრაფო სამედიცინო სამსახურს ობსტრუქციის მოსახსნელეად მოზრდილებში და 1 წლის ზემოთ ასაკის ბავშებში, გააკეთეთ ბიძგები მუცლზე-ჰეიმლიკის მანევრი:
*დადექით ან ჩაიმუხლეთ პაციენტის უკან და შემოხვიეთ პაციენტს ხელები წელზე   *ერთი ხელით შეკარით მუშტი
* მუშტი (ცერა თითის მხრიდან) მოათავსეთ მუცელზე, ჭიპსა და მახვილისებრ მორჩს შორის ჭიპთან უფრო ახლოს.
 *  დააფიქსირეთ მუშტი მეორე ხელით და აწარმოეთ ბიძგები მუცელზე, მიმართულებით - შიგნით და ზემოთ.
                                               

ჰეიმლიკის
მანევრის თავისებურება 1 წლამდე ასაკის ბავშვებში

*დააწვინეთ
ის თქვენს მარცხენა ხელზე მუცელზე, დააფიქსირეთ მისი ნიკაპი და გულმკერდი
*
. გააკეთეთ 5 დარტყმა ბეჭთაშუა არეში;
* განახორციელეთ გულმკერდის კომპრესია 5 ჯერ
* ჰეიმლიკის
მანევრს აკეთებთ მანამ სანამ უცხო სხეული არ ამოვარდება, თუ უცხო სხეული არ ამოვარდა და პაციენტი დამძიმდა (უგონო მდგომარეობა) დაიწყეთ გულ ფილტვის რეანიმაცია.


 პირველი დახმარება კვამლისა და აირების ინჰალაციის დროს:

*
გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო და სახანძრო სამსახურები;
*
თუ თქვენთვის ეს უსაფრთხოა, გადაიყვანეთ დაზარალებული სუფთა ჰაერზე;
*
თუ დაზარალებული უგონოდ არის, დააწვინეთ იგი ზურგზე, გახსენით სასუნთქი გზები, შეამოწმეთ სუნთქვა და ცირკულაციის ნიშნები. საჭიროების შემთხვევაში მზად იყავით სარეანიმაციო ღონისძიებების ჩასატარებლად. თუ სუნთქვა და პულსი არის, გადაიყვანეთ დაზარალებული უსაფრთხო ადგილას;
*
ჩაატარეთ პირველი დახმარება დამწვრობისა და სხვა დაზიანებების დროს;
 *
დარჩით დაზარალებულთან გადაუდებელი სამედიცინო სამსახურის მოსვლამდე.   ყოველ 10 წთ-ში ერთხელ გადაამოწმეთ სუნთქვა, პულსი და ცნობიერება.

წყალში
დახრჩობა:

 წყალში დახრჩობის დროს სიკვდილის მიზეზი ყოველთვის არ არის წყლით სასუნთქი გზების დახშობა. წყალში დახრჩობის დროს , სიკვდილი შეიძლება განვითარდეს გულის გაჩერებით ან წყალში დიდი ხნის განმავლობაში ყოფნით განვითარებული ჰიპოთერმიით (გადაციებით)
*
დაეხმარეთ ადამიანს ნაპირზე გამოსვლაში ისე, რომ თქვენი საკუთარი სიცოცხლე არ ჩააყენოთ საფრთხეში.
 *
ეცადეთ დარჩეთ ნაპირზე და გადაუგდოთ დაზარალებულს ბაწარი ან გაუწოდოთ ხელი, ჯოხი.
*
არ შეხვიდეთ წყალში, თუ არ არის ამის უკიდურესი აუცილებლობა.
 *
დაზარალებულთან დასახმარებლად მიდით ზურგის მხრიდან
 * დაზარალებულის წყლიდან გამოყვანის დროს ეცადეთ, რომ მისი თავი გულმკერდზე ქვემოთ იყოს, ეს ხელს შეუწყობს წყლის გადმოსვლას სასუნთქი გზებიდან;
 *
დაზარალებულის ნაპირზე გამოყვანის შემდეგ, დააწვინეთ ის ზურგზე
 *
შეამოწმეთ ცნობიერების დონე. Ø თუ დაზარალებული უგონოდაა, გადაუწიეთ თავი უკან და ასწიეთ ნიკაპი წინდა ზემოთ
*თუ
დაზარალებული გონზეა ან სუნთქვა და ცირკულაციის ნიშნები აღსდგა, გახადეთ სველი ტანსაცმელი და დაათბუნეთ ის.


გულსისხლძარღვთა
მოშლილობანი :

 გულის წასვლა გულის წასვლა არის ცნობიერების ხანმოკლე დაკარგვა, რომელიც განპირობებულია ტვინში სისხლის მიმოქცევის ხანმოკლე დარღვევით. ამ დროს პულსი ძალიან იშვიათდება, მერე კი უცებ ხშირდება. გულის წასვლის შემდეგ ხდება ადამიანის ზოგადი მდგომარეობის სწრაფი აღდგენა. გულის წასვლის მიზეზი შეიძლება იყოს:
 *
ტკივილი,
 *
შიში,
 *
ემოციური გადაძაბვა,
 *
გადაღლა ან შიმშილი.
 
* ის ხშირად ვითარდება ხანგრძლივი ფიზიკური უმოძრაობის (მაგ. სიცხეში ფეხზე დგომა) შემდეგ.
 
გულის წასვლის ნიშნები:
 *
ცნობიერების ხანმოკლე დაკარგვა, რომელიც იწვევს დაზარალებულის დაცემას;
 *
იშვიათი პულსი;
 *
მკრთალი ფერის ცივი და ოფლიანი კანი

პირველი
დახმარება გულის წასვლის დროს:
1. დააწვინეთ დაზარალებული ზურგზე და აუწიეთ ფეხები ზევით
; 2. უზრუნველყავით სუფთა ჰაერის მიწოდება;
3.
დროულად გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო სამსახური
 4. მას შემდეგ, რაც დაზარალებულს დაუბრუნდება ცნობიერება, გაამხნევეთ და დაეხმარეთ მას ნელნელა წამოჯდომაში.



                           




                                               



                                    



2018 წლის 14 მარტს   დავათვალიერეთ   ბათუმის ბოტანიკურ  ბაღში გამართული კამელიების  გამოფენა.
კამელიის სახეობები ძირითადად იზრდება წითელმიწა, გაეწრებულ წითელმიწა, თიხნარ და მჟავე-თიხნარ ნიადაგზე. პირველადი ცნობები კამელიის შესახებ გაავრცელეს ევროპელმა მოგზაურებმა, რომლებიც აღწერდნენ, რომ იაპონიასა და ჩინეთში იზრდება ხისმაგვარი ვარდები (როგორც მუხა), პრიალა მუქი მწვანე ფოთლებით. უძველეს ხელნაწერებში აღმოსავლეთის ქვეყნები კამელიას მოიხსენიებენ მე-8 საუკუნეში. კამელიის ჯიშების გამოსაყვანად კუნძულ ხონსიუზე მიმდინარეობდა სელექციური სამუშაოები. იაპონიაში კამელიის ყვავილი გამოიყენებოდა ქალის ნაციონალური კოსტუმის -კიმონოს გასამშვენიერებლად (Haikal 2000:78).
 
ჩინეთში კამელია ცნობილი იყო ჯერ კიდევ XI საუკუნეში. აქ იზრდებოდა Camellia reticulata Lindl- 72-მდე სახესხვაობა. სამხრეთ იუნანში (ჩინეთი) იაპონური კამელია და კამელია რეტიკულატა გამოიყენებოდა, როგორც დეკორატიული მცენარე ბუდისტური ტაძრის მიმდებარე ტერიტორიების გასამწვანებლად იაპონური კამელიის პირველი ეგზემპლარი ჩინეთიდან ევროპაში ინტროდუცირებული იქნა ინგლისში 1739 წელს, მაგრამ, როგორც ტროპიკული მცენარე მალე 13 დაიღუპა. მოგვიანებით 1792-1824 წლებში განმეორებით ინტროდუცირებული იქნა კამელიის 15 სახეობა. 1891 წელს ნაპოლეონის არმიის ჯარისკაცის ფრიდრიხ იაკობ ზეიდელის მიერ კამელია შეტანილი იქნა დრეზდენში, სადაც მოეწყო კამელიის სანერგე მეურნეობა, რომელიც შემდგომ გადაიქცა ცნობილ ბრენდად. გასული საუკუნის 40-იან წლებში დრეზდენი გადაიქცა მთელ ევროპაში კამელიის გავრცელების მთავარ ცენტრად, საიდანაც ხდებოდა კამელიის გაგზავნა სხვადასხვა ქვეყანაში.
 
 მალე კამელიის ყვავილი მეტად პოპულარული გახდა, თითქოს იგი მოდაში შემოვიდა. იგი ფართოდ გავრცელდა ინგლისის, საფრანგეთის, ამერიკის, აღმოსავლეთ აზიის, იტალიის და სხვა ქვეყნის ბაღებსა და პარკებში. ალექსანდრე დიუმამ (შვილმა) კამელიას მიუძღვნა რომანი: ,,ქალი კამელიებით”. XX-საუკუნის დასაწყისში გემოვნება შეიცვალა და მოდაში შემოვიდა გრძელყუნწიანი მიხაკები და ვარდები, კამელიის ფასი დაეცა და კულტურა წამგებიანი გახდა, გარკვეული დროით მივიწყებულიც კი. 1950 წელს მსოფლიო კვლავ დაინტერესდა კამელიით. მას განსაკუთრებით აფასებდნენ აშშ-ში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში და სხვა ქვეყნებში. არსებობს კამელიის მოყვარულთა საზოგადოებები, რომელთა თაოსნობით ტარდება კონფერენციები და ახალი ჯიშის გამოფენები. ბოტანიკურ ლიტერატურაში კამელიების გვარის სახელწოდება პირველად შემოიღო კარლ ლინემ 1753 წელს და ეზუიტი მღვდლისა და ფარმაცევტ გეორგ ჯოზეფ კამელის საპატივსაცემოდ უწოდა კამელია. კამელი ძალიან დაინტერესებული იყო ფილიპინების მცენარეთა და ცხოველთა სამყაროს შესწავლით, იგი თავის საჰერბარიუმო, ეგზემპლარებს და მცენარეთა ჩანახატებს აგზავნიდა ინგლისში . კამელიის გვარის შესახებ არსებული უძველესი წერილობითი და სხვა წყაროები გვეუბნება, რომ კამელიის დღევანდელი სახელწოდება შორეული წარსულიდან მოდის. კორეული ლეგენდის მიხედვით ,,იაპონიკა ასოცირდება ახლად დაქორწინებულების ხანგრძლივ სიცოცხლესა და ერთგულებასთან. კამელია კორეაში კულტივირებული იქნა ჩვ.წღ 1200 წელს. აქ მისი სახელი ასოცირდება, როგორც ,,ხანგრძლივი ზამთრისყვავილიანი მცენარე. მათი ანდაზაც ამას გვეუბნება: ,,კაცი ძლიერი ხასიათით იმდენად გამძლეა, რამდენადაც იაპონიკა თოვლში”. 14 1712 წელს ექიმ კემფერმა გამოაქვეყნა თავისი მოგზაურობის (1690-1698 წწ), ანგარიში, სადაც მოცემული აქვს ჩაის და აგრეთვე Camellia japonika L-სა და Camellia sasanqua Thunb- დეტალური და დასურათებული აღწერილობა. XIX-საუკუნის 30-იან წლებში კამელიის მრავალი სახეობა და ფორმა ჩინეთიდან და იაპონიიდან შეტანილი იქნა ევროპაში. ამ პერიოდიდან კამელია ცნობილი მცენარე გახდა და მათი მნიშვნელობა დეკორატიულ მებაღეობაში ყოველდღიურად იზრდებოდა.
 
 1822 წელს შეიქმნა კამელიების პირველი კატალოგი, სადაც შეტანილი და აღწერილი იქნა, როგორც იაპონური კამელია, ასევე კამელია სასანქუა. კამელიების პირველი გამოფენა მოეწყო 1828 წელს ფილადელფიაში. 1832 ამერიკაში ჩამოყალიბდა კამელიების და აზალიების საზოგადოება, რომელიც მიზნად ისახავდა კამელიების ჯიშების დაზუსტებას და ახალი ნომენკლატურის შემოღებას. 1939 წლიდან დაიწყო კამელიების შოუს დადგმა, რომელიც ყოველწლიურად ტარდება და დღესაც გრძელდება. შავი ზღვის სანაპიროზე კამელიის პირველი ინტროდუქცია განხორციელდა 1814 წელს ყირიმში - ნიკიტსკის ბოტანიკურ ბაღში, სადაც დაირგო ორანჟერიის პირობებში, ხოლო 1832 წელს გადატანილი იქნა ღია გრუნტში, თუმცა 2-3 წელიწადში ყველა მათგანი დაიღუპა. კამელიის განმეორებითი ინტროდუქცია ნიკიტსკის ბოტანიკურ ბაღში უკავშირდება 1839 წელს, შეტანილი იქნა კამელიის 6 სახეობა, მრავალი ჯიში და ფორმა. ზოგიერთმა მცენარემ პირველივე წელს დაიწყო ნაყოფმსხმოიარობა, თუმცა შემდგომში ისინიც დაიღუპნენ. კამელიის ინტროდუქცია გაგრძელდა შემდგომ წლებშიც (1841-1905 წწ). 1867-1874 წლებში სოხუმის ბოტანიკურ ბაღში ინტროდუცირებული იქნა 26 სახეობის ეგზოტი, მათ შორის იაპონური კამელიაც. რუსეთის სამხრეთ რაიონებში კამელიის, როგორც ოთახის კულტურის გავრცელების პერიოდად შეიძლება ჩაითვალოს XIX-საუკუნის 30-იანი წლები, ამ პერიოდისთვის კამელიები გამოჰყავდათ ყირიმში, საიდანაც ვრცელდებოდა კიევში, თბილისსა და გროზნოში. 15 მოგვიანებით XIX-საუკუნის მე-2 ნახევარში, შავი ზღვის სანაპიროზე კამელიის ღია გრუნტის პირობებში კულტივირებაში დიდი წვლილი მიუძღვით . ვედენსკის (1873), . დალფონსს (1882-1890), . თათარინოვს (1885-1907) და სხვებს. ისინი კამელიის ინტროდუქციას ახორციელებდნენ სამხრეთ და ცენტრალურ ევროპის ქვეყნებიდან. 1912-1914 წლებში . კრასნოვმა ბათუმის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე სხვა სახეობებთან ერთად დარგო კამელიებიც.


                                                                                                     





                                                                                 





                                                                                 



გინკულის მონაცემებით 1939 წლის იანვარში ბათუმის ბოტანიკურ ბაღში იაპონიიდან და ჩინეთიდან ინტროდუცირებული იქნა მცენარეთა 1302 დასახელების სახეობა და ჯიში, მათ შორის იაპონური კამელიაც (Гинкул 1940:22). კავკასიის შავი ზღვის სანაპიროზე, ბათუმის ბოტანიკური ბაღის ძველ პარკში შემოტანილი იქნა იაპონური კამელიის 30-მდე ჯიშის კალამი. ბაღის კოლექციაში ამ დროისთვის არსებობდა კამელიის შემდეგი სახეობები: Camellia japonica L, Camellia reticulata Lindl, Camellia sasanqua Thunb და Camellia oleifera Abel (Джинчарадзе 1967:23). მოგვიანებით (1957) იაპონიიდან ბათუმის ბოტანიკურ ბაღში შემოტანილი იქნა იაპონური კამელიის - 2 და სასანქუას - 7 ჯიში, ხოლო 1959 წელს ჩინეთიდან-კამელია რეტიკულატასა და ოლეიფერას სხვადასხვა რაოდენობის თესლი. მათი დათესვის შემდგომ მიღებული მცენარეები კარგად შეეგუა ჩვენს პირობებს. 1950-1951 წლებში სამკურნალო და არომატულ მცენარეთა საკავშირო ინსტიტუტის ამიერკავკასიის ზონალური სადგურის თანამშრომლის . სვადოვსკაიას და მებაღის . ხუხუნაიშვილის მიერ შესწავლილი და განხორციელებული იქნა კამელია სასანქუას ვეგეტატიური გამრავლება. იაპონური კამელიის ბიოლოგიის და ჯიშობრივი მრავალფეროვნების მეცნიერული შესწავლა ბათუმის ბოტანიკურ ბაღში დაწყებული იქნა 1961-1994 წლებში ბაღის თანამშრომლის . ჯინჭარაძის მიერ. მან პირველად აღწერა კავკასიის შავი ზღვის სანაპიროზე გავრცელებული კამელიის ჯიშობრივი მრავალფეროვნება და დაამყარა კავშირი საზღვარგარეთის ქვეყნებთან. მისივე მცდელობით ბათუმის ბოტანიკური ბაღი გახდა ინგლისის და ახალი ზელანდიის კამელიის საერთაშორისო ორგანიზაციების წევრი. 60-იან წლებში ეს ორგანიზაცია მიზნად ისახავდა კამელიის ჯიშების იდენტიფიკაციას და ახალი ნომენკლატურის გამოცემას. ჯიშების იდენტიფიცირების მიზნით 16 მიმოწერა წარმოებდა იტალიის, ახალი ზელანდიის, ავსტრალიის სხვა ქვეყნების კამელიათა საზოგადოებებთან. . ჯინჭარაძის მიერ ბათუმის ბოტანიკურ ბაღში სქესობრივი ჰიბრიდიზაციის გზით გამოყვანილი იქნა კამელიის მრავალი ჰიბრიდული ფორმა, რომელთაგან 20-ზე მეტი ფორმა პერსპექტიულია მწვანე მშენებლობისათვის. ბაღის ტერიტორიიდან წლების განმავლობაში (1965-1995 წწ) გადიოდა კამელიის ათეულობით (სელექციის განყოფილებიდან) სხვადასხვა ჯიშისა და ჰიბრიდის სარგავი მასალა. ისინი ირგვებოდა ყოფილი საბჭოთა კავშირის მთელ ტერიტორიაზე, როგორც დახურული ისე ღია გრუნტის პირობებში. ეს იყო ქალაქები: მოსკოვი, ლენინგრადი, კიევი, ბელგოროდი, იალტა და სხვა. ქალბატონ . ჯინჭარაძის მიერ მიღებული იქნა იაპონური კამელიის ჰიბრიდების დიდი კოლექცია, რომელმაც უდავოდ დიდად შეუწყო ხელი ბოტანიკური ბაღის ავტორიტეტის შემდგომ ამაღლებას. 1971 წლიდან კვლევები იწყება კამელია სასანქუას, როგორც დეკორატიული და ეთერზეთების მომცემი კულტურის შესწავლის მიმართულებით. მას ხელმძღვანელობდა ბათუმის ბოტანიკური ბაღის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი ზურაბ ბაკურიძე.

  ამჟამად, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში კამელიის გვარი წარმოდგენილია 4 სახეობით: იაპონური კამელია (Camellia japonica L.), მთის კამელია (Camellia sasanqua Thunb.), ზეთის კამელია (Camellia oleifera Abel.), ბადისებური კამელია (Camellia reticulata Lindl.). ყველაზე მდიდარი ასორტიმენტით წარმოდგენილია იაპონური კამელია (78 ჯიში). მათგან მაღალი დეკორატიულობით გამოირჩევა იაპონური კამელიის შემდეგი ჯიშები: ‘Alba plene’, ‘Elegans’, ‘Mathotiana Alba’, ‘Haku –Ho’, ‘Contessa Nencini’, ‘Frau Minna Seidel’, ‘Virgine di colle Beato’, ‘Pelagia’ და სხვ.
ბაღის მცენარეთა კოლექციაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია აგრეთვე მთის კამელიას (Camellia sasanqua), რომელიც ბაღში წარმოდგენილია 18 ჯიშით, ამათგან მაღალი დეკორატიულობით გამოირჩევა: Asa-qasumi’,‘Gyobi- goromo’, ‘Lavender pink’, ‘Negishi-ko’, ‘Rosea’, ‘Versicolor’, ‘White Queen’ და სხვა.
კამელიები ყვავილის განსაკუთრებული სილამაზის, ფორმის, ყვავილობის ხანგძლივობისა და ყვავილობის პერიოდის მიხედვით ერთ-ერთი გამორჩეული და უნიკალურია. კამელიის ცალკეული წარმომადგენლები ყვავილობას იწყებს სექტემბერში და გრძელდება მაისის ბოლომდე, ერთეული ყვავილები ივნისშიც შეინიშნება. კამელიის ჯიშები ბათუმის ბოტანიკური ბაღის პირობებში ყვავილობენ უხვად, ყოველწლიურად, ივითარებენ თესლს და იძლევიან თვითნათესებს.
ბოტანიკურ ბაღში წლების მანძილზე მიმდინარეობდა მუშაობა კამელიების სელექციაზე, 1961 წლიდან ბაღში გამოყვანილია მრავალი მაღალდეკორატიული ჰიბრიდული ფორმა, რომელთაგან დღეისათვის გამორჩეულია ოცამდე ჯიში.
2015 წლიდან ბათუმის ბოტანიკურ ბაღში იაპონური კამელიის ჯიშების პოპულარიზაციისა და დაინტერესებული პირებისათვის იმართება კამელიების გამოფენა. განსაკუთრებული საგამოფენო ექსპოზიცია, რომელიც წარმოდგენილია 67 ჯიშით, მნახველების აღფრთოვანებას იწვევს.
ბათუმის ბოტანიკური ბაღი, როგორც კამელიების უძველესი და მრავალფეროვანი კოლექციების მფლობელი, 2016 წლიდან გაწევრიანებულია კამელიების საერთაშორისო ორგანიზაციაში (ICS).



                                      





                                                                           

 



Comments

Popular posts from this blog

აგრეგაცია, სოციალიზაცია და ჯგუფის ეფექტი