მასწავლებლის გვერდი
ბიოლოგია 21-ე საუკუნის სამეცნიერო დარგია, რომელიც უფრო და უფრო მოთხოვნადი და აქტუალური
ხდება.
ბიოლოგია შეისწავლის ცოცხალ არსებათა აგებულებას, ფუნქციებს, გვარცელებას,
წარმოშობას, განვითარებას, კავშირს ერთმანეთთან და არაცოცხალ ბუნებასთან. თანამედროვე ეტაპზე ბიოლოგიის მასწავლებლის
ძირითადი მიზანია მოსწავლეს გააცნოს
ცოცხალ სამყაროში მიმდინარე პროცესები და ჩამოაყალიბოს მასში მომავალი
მკვლევარი. ამისათვის მოსწავლეს უნდა განუვითარდეს შემდეგი უნარ-ჩვევები:
* საინფორმაციო ტექნოლოგიების და კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალებების გამოყენების
უნარები
* დაგეგმვისა და ორგანიზების უნარები
* დამოუკიდებლად და ჯგუფში მუშოაბის უნარები
* პროექტების და კვლევების დაგეგმვისა და პრობლემების იდენტიფიკაციისა და გადაჭრის
გზების ძიების უნარები
* კვლევების და დაკვირვებების განხორციელების უნარები
* ანალიზისა და სინთეზის უნარები
* დასკვნების გამოტანისა და არგუმენტირებულად ჩამოყალიბების უნარები
მოსწავლეებში ყველა ამ თვისებების გამომუშვებისა და სრულყოფის მექანიზმების შესამუშავებლად და დასახვეწად ხშირად ვატარებ შეხვედრებს ჩემსა და სხვადასხვა სკოლის კოლეგებთან, უნივერსიტეტის უფროს კოლეგებთან , სადაც ვგეგმავთ მომავალ პროექტებს, ვმსჯელობთ სწავლების ახალ ფორმებსა და სტრატეგიებზე.
ვატარებთ შეხვედრებს როგორც ფორმალურ ასევე არაფორმალურ გარემოში.
შეხვედრის თემა:რეპროდუქციული განათლების დონე მოსწავლეებში
2018 წ.

ჟანა ჭითანავას რ ე ფ ლ ე ქ ს ი ა
ბათუმის მე-15 საჯარო სკოლის უფროსი მასწავლებლის, ქეთი ადამიას მიერ ჩატარებულ გაკვეთილზე
თემა: რეპროდუქციული ჯანმრთელობა
კლასის ორგანიზების ფორმა: ჯგუფური მუშაობა
შეფასება: განმავითარებელი
გაკვეთილის ტიპი : თავისუფალი გაკვეთილი
თარიღი : 25 იანვარი, 2019
გაკვეთილში მონაწილეობას ღებულობდა 4 კლასი X-ა; X -ბ; IX-ა; IX-ბ.
I აქტივობა-მოსწავლეებს წინასწარ მომზადებული ქონდათ პრეზენტაციები. მასწავლებელმა შეახსენა მოსწავლეებს შეფასების კრიტერიუმი და მათ მიეცათ გაფრთხილება რომ უნდა დაეცვათ დადგენილი დროის ლიმიტი.
პირველმა ჯგუფმა წარადგინა პრეზენტაცია თემაზე:რეპროდუქციული მედიცინა
მეორე ჯგუფმა-ინ ვიტრო განაყოფიერება
მესამე ჯგუფმა-უშვილობა და პრობლემები
მეოთხე ჯგუფმა-სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
მასწავლებელი ყურადღებით უსემნდა მოსწავლეებს, არ ერეოდა მათ მსჯელობაში და აძლევდა აზრის თავისუფლად გამოთქმის საშუალებას.
II აქტივობა- მოსწავლეებმა განმარტეს რეპროდუქციასთან დაკავშირებული ტერმინები(სქესი, გენდერი, ამნიოცენტეზი, პრენატალური დიაგნოსტიკა და სხვა)
III აქტივობა-მოსწავლეებმა ჩამოთვალეს ნაადრევი ქორწინების დადებითი და უარყოფითი მხარეები
IV აქტივობა- მასწავლებელმა წაიკითხა ფრაგმენტი სპარტას ისტორიიდან, სადაც საქმე ეხებოდა ფიზიკურად არასრულფასოვანი ახალშობილების განადგურებას. მოსწავლეებმა იმსჯელეს , დაისვა უამრავი კითხვა , რომელმაც საბოლოოდ მიგვიყვანა ევგენიკის როგორც მიმართულების განხილვის აუცილებლობამდე.
კლასში შექმნილი იყო კეთილგანწყობილი გარემო, მოსწავლები თავისუფლად გამოთქვამდნენ თავიანთ მოსაზრებებს, თუმცა ამ ფაქტს არ გამოუწვევია არც ზედმეტი ხმაური და არც ზედმეტი აჟიოტაჟი. მოსწავლეები ყურადღებით და დიდი ინტერესით უსმენდნენ ერთმანეთს.
მასწავლებელმა მიაღწია დასახულ მიზანს, მოსწავლეთა მოტივაცია იყო საკმაოდ დიდი და აქტივობა-მაღალი,თუმცა თემასთან დაკავშირებით აუცილებლად უნდა ყოფილიყო განმარტებული რამდენიმე ტერმინი მაგ:კრიოკონსერვაცია, აზოსპერმია და ა. შ.
მოსწვლემ ახსენა ასევე ტერმინი ევოლუცია-ოვულაციის ნაცვლად რაც ყურადღებიდან გამორჩა მასწავლებელს და ტერმინი არ იქნა შესწორებული. სასურველია შემდგომი ჯგუფში მუშაობისას უფრო დიდი მნიშვნელობა მიეცეს დროის სწორად გადანაწილებასაც .

![]() |
შეხვედრა მასწავლებლის სახლში. თემა ბიოლოგიის სამოდელო გაკვეთილები 2017 წ. |
![]() |
შეხვედრა
უნივერსიტეტში: ბათუმის N 1
, N 2, N 15 საჯარო სკოლისა ფრანგული სკოლის მასწავლებლები . 2018 წ. შეხვედრა ბსუ-ში, თემა: ბიოტექნოლოგიები და მოსწავლეების ჩართულობა სწავლების პროცესებში . 2019 წ. |

Comments